წელს ჩვენი თანამშრომლობის პირველი წელია. თუმცა, ბავშვებს დიდი ხანია ვიცნობ. ვესწრებოდი მათ სასკოლო ღონისძიებებს. კარგად გავუგეთ და გავიცანით ერთმანეთი. კლასში 18 მოსწავლეა, ისინი თვითდამკვიდრებასა და საკუთარი პიროვნული ღირსებების გამოვლინებას ცდილობენ, მწვავედ განიცდიან შენიშვნებს და უხარიათ შექება- წახალისება.
ვცდილობ ,მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმართ და დავეხმარო ძლიერი მხარეების გამოვლენაში. პრობლემურ სიტუაციებში კი მათთან ერთად ვარ და ვგრძნობ ბავშვების ნდობას. ვცდილობთ ერთად გამოვნახოთ გამოსავალი ან თავად მიაგნონ მას.
ძალიან უყვართ ექსკურსიები, ლაშქრობები, ერთად შეკრება და გართობა. ვეცდები მათ ეს ბედნიერება არ მოვაკლო,შობლებთან ერთად.
მაქსიმალურად ვფლობ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის შესახებ. შევქმენი თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი... შევადგინე კითხვარები,როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლებისათვის , მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გავაკეთე ანალიზი და თითოეული მოსწავლის დახასიათება.
ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს მოსწავლეთა დასწრებას, თუ მოსწავლე არ იყო შესაბამისად ვარკვევ მიზეზს.
კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა ცოცხალი, ცელქი ბავშვია, ამიტომ ვზრუნავ ჩემს აღსაზრდელებს გამოვუმუშაო კულტურული უნარ-ჩვევები ,რათა იყვნენ ზრდილობიანი და თავაზიანი მოწაფეები. მუდმივად ვატარებ კლასთან შეხვედრებს, დიალოგებს, კლასის საათებს დაგეგმილ თემებზე. ასევე ინდივიდუალურ საუბრებს, როგორც მოსწავლეებთან ,ასევე მშობლებთანაც.
ვთანამშრომლობ მასწავლებლებთან ,რომლებიც შედიან ამ კლასში და ვიღებ ინფორმაციებს მოსწავლეთა , როგორც დისციპლინური,ასევე აკადემიური მდგომარეობის შესახებ.. ამ ინფორმაციებს ინდივიდუალურად ვაცნობ მშობლებს...
ერთობლივად შევქმენით კლასის აქტივი, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში. ვფიქრობ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო, ჩემს სადამრიგებლო კლასში მუშაობით, როგორც დემოკრატიული ღირებულებების ,სამოქალაქო ცნობიერებისა და საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში...
კლასის ხელ-ლი : ქეთევან კაპანაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий