სილაბუსი მეხუთე კლასი

სილაბუსი Vკლასი 2016-2017 სასწ.წელი
N
კომპონენტები

ინსტრუქცია
1.
მასწავლებლის  სახელი, გვარი და  საკონტაქტო ინფორმაცია


ქეთევან კაპანაძე ტელ: 5 77 625 493
2.
სასწავლო  საგნის სახელწოდება


ქართული
3.
სწავლების  კლასი


V კლასი
4.
სასწავლო  საგნის ხანგრძლივობა  და  საათების  რაოდენობა


წლიური 6 საათი
5. სასწავლო  კურსის  ზოგადი  აღწერა ქართული  არის  არამარტო საგანი,არამედ  სწავლებისა  და სწავლის  ენა,  სხვა  საგნების შესწავლის  საშუალება.
6.
სასწავლო  საგნის  სტატუსი  მოცემულ  კლასში


ეროვნული  სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი
7.
სასწავლო  საგნის  მიზანი


         განუვითაროს  მოზარდს  ძირითადი  სამეტყველო  უნარები.
         გამოუმუშაოს  წერითი  და ზეპირი მეტყველების  კულტურა.
         განუვითაროს  საკუთარი მოსაზრების  ლოგიკურად ჩამოყალიბების  უნარი.
         შეაყვაროს  კითხვა,გამოუმუშაოს აღქმის  უნარი.
         გააცნობიეროს  ეროვნული  და ზოგადსაკაცობრიო  კულტურის უწყვეტი  პროცესი.
8. ძირითადი  თემები
         გოგონები და ბიჭები.
         დედა,მშობლიური გარემო.
         სახელოვანი წინაპრები
         შოთა და საბა
         რა ხდება ზღაპარში?
         ადამიანი და ბუნება

         პირისპირ.


9. სასწავლო  საგნის  ამოცანები
         სამეტყველო  ნორმების  დაცვა
         ლექსიკური  მარაგის  შევსება-გამდიდრება
         მრავალფეროვანი  ტექსტების შესწავლა-გააზრების  უნარის გამომუშავება
         სხვადასხვა  სახის  რესურსებით( წიგნებით,  ბიბლიოთეკით, ინტერნეტით)  სარგებლობის  უნარის  განვითარება
         სხვადასხვა  ტიპის,  ჟანრის,  სტილის ტექსტის  შექმნისა  და  ანალიზის უნარი
         ლიტერატურულ  ნაწარმოებებში ასახული  პრობლემატიკის  ამოცნობა  და  საკუთარი  დამოკიდებულების  გამოხატვა
         ქართული და  მსოფლიო ლიტერატურული  პროცესებისა და  თემების  ურთიერთკავშირის გააზრება
10. სასწავლო  საგნის აუცილებელი  საბაზისო კომპეტენციები წინა  კლასში  მიღებული  ცოდნა: ქართული  ენის ნორმები, ქართველი  და  უცხოელი  მწერლების შემოქმედება
11.
კურსის  ორგანიზაცია
11.1 საკლასო  მენეჯმენტის  ხერხები


11.2 მეცადინეობის  ფორმები



11.3 სწავლების  მეთოდები
ჩატარდება როგორც ინდივიდუალური,  ასევე წყვილებში  მუშაობა.  შემაჯამებელ  თემებზე  კი  ჯგუფური  სამუშაოები.

მინილექციები, კითხვა-პასუხი,დისკუსია,სემინარები, პრეზენტაციები,  წერითი სამუშაოები.

დიდაქტიკური, სოკრატული,პრობლემებზე ორიენტირებული
12.
რესურსები
მოსწავლისა  და მასწავლებლის სახელმძღვანელო,  დამხმარე  ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური  საშუალებები, ინტერნეტსაიტები, ადამიანური  რესურსები.
ქართული  ენა  და  ლიტერატურა--ვახტანგ  როდონაია,  ნინო ნაკუდაშვილი,  არაბული....მეექვსე კლასი.  გამომცემლობა ,,სწავლანი“2012 წელი.
მასწავლებლის  წიგნი--იმავე ავტორების.
დამხმარე  სახელმძღვანელო--ჯიპ რაი-ის ლიტერატურა.

ინტერნეტრესურსები:ბუკი.ჯი, ლიბ.ჯი, ელ.ჯი, ვიკიპედია, ედმოდო. მასწავლებლის ბლოგი,ილუსტრაციები,  მწერლების  ფოტოები.
13. მისაღწევი  შედეგები  და კომპეტენციები
ზეპირმეტყველებაში:
ინფორმაციის  მიღების  და გადაცემის  უნარი,ტექსტის გააზრებისთვის  საჭირო  დეტალების  წვდომის  უნარი, საკუთარი მეტყველების  წარმართვა კონტექსტის  შესაბამისად, სხვადასხვა  ტიპის  ტექსტების განსხვავება,დისკუსიაში მონაწილეობისთვის  საჭირო სტრატეგიების  ეფექტურად გამოყენება.
კითხვაში:
სწორი  კითხვა,მხატვრული  და არამხატვრული  ტექსტების  გაგება-გააანალიზება,  პრობლემაზე მსჯელობა,შთაბეჭდილების გადმოცემა,მედიატექსტების  გააანალიზება,კითხვის  სხვადასხვა სტრატეგიის  გამოყენება.
წერაში:
პიროვნული  და  შემოქმედებითი გამოცდილების  გამოყენება  წერის დროს,სხვადასხვა  სახის მიზნობრივი  ტექსტის  შექმნა დამოუკიდებლად,ორთოგრაფიისა და  პუნქტუაციის  წესების გამოყენება, გრამატიკულად მართებული სიტყვაფორმების  აგება.
14.
სამუშაო  დისციპლინა

14.1 გაცდენების  დასაშვები  რაოდენობა;

14.2 დავალიანებების დასაშვები  რაოდენობა;

14.3 აღდგენები;

14.4 საჯარიმო  ზომები;

14.5 წახალისების  ფორმები;



Комментариев нет:

Отправить комментарий