суббота, 12 ноября 2016 г.

ექსკურსია ერთაწმინდასა და ნოსტეს ციხეზე

    საექსკურსიო- სასწავლო გეგმა

N
წინასაექსკურსიო აქტივობები
საექსპურსიო აქტივობები
პოსტსაექსკურსიო აქტივობები

ექსკურსიის დაგეგმვამდე სასურველია მოსწავლეებს ჰქონდეთ ზოგადი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1. ინფორმაცია ტაძრის არქიტექტურისა და მისი ისტორიის შესახებ.
  1. მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიული პირის გიორგი სააკაძის და მისი შვილის პაატას შესახებ.

1. ექსკურსიის ფარგლებში ინფორმაციის გაცნობა.
2. ინტერნეტში ერთაწმინდის შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცნობა.
    მონაცემთა ფურცლის შევსება ჯგუფური მუშაობით;
3.პირველი გამოცდილება -« ჩვენი კლასის საუკეთესო გიდი «

ექსკურსიის შემდეგ ჯგუფმა შესაძლებელია დაგეგმოს შემდეგიაქტივობები:
1. კედლის გაზეთის მომზადება თემაზე: წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი 
2. ინდივიდუაური წერილების დამუშავება კედლის გაზეთისთვის.






ექსკურსიამ ძალიან კარგად ჩაიარა.ბავშვებმა დაათვალიერეს ერთაწმინდა .ლიზი აბაშიძემ და მარიამ სალუქვაძემ ძალიან საინტერესო ექსკურსია ჩაგვიტარეს,გაგვიწიეს გიდობა.
ავედით ნოსტეს ციხეზე. ვნახეთ გიორგი სააკაძის ნასახლარი და დარჩენილი ციხე.ნანახმა ბავშვებზე   წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
მიღებულ შთაბეჭდილებებზე  მოწაფეებმა დაწერეს წერილები და გამოუშვეს კედლის გაზეთი.


კლასის ხელმძღვანელი: ქეთევან კაპანანაძე

суббота, 24 сентября 2016 г.

2016-2017 სასწავლო წელი

მე და ჩემი კლასი

   

   

   წელს ჩვენი თანამშრომლობის პირველი წელია. თუმცა, ბავშვებს დიდი ხანია ვიცნობ. ვესწრებოდი მათ სასკოლო ღონისძიებებს. კარგად გავუგეთ და გავიცანით ერთმანეთი.  კლასში 18 მოსწავლეა, ისინი თვითდამკვიდრებასა და  საკუთარი პიროვნული ღირსებების გამოვლინებას  ცდილობენ, მწვავედ განიცდიან  შენიშვნებს და უხარიათ შექება- წახალისება.

ვცდილობ ,მაქსიმალურად ლოიალური ვიყო  მათ მიმართ და  დავეხმარო ძლიერი მხარეების გამოვლენაში. პრობლემურ სიტუაციებში  კი მათთან ერთად   ვარ და ვგრძნობ ბავშვების ნდობას. ვცდილობთ ერთად გამოვნახოთ გამოსავალი ან თავად   მიაგნონ მას.    

 ძალიან უყვართ  ექსკურსიები, ლაშქრობები, ერთად შეკრება და გართობა. ვეცდები მათ ეს ბედნიერება არ მოვაკლო,შობლებთან ერთად.   

  მაქსიმალურად ვფლობ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის შესახებ. შევქმენი თითოეული  მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი...   შევადგინე კითხვარები,როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლებისათვის , მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გავაკეთე ანალიზი და თითოეული მოსწავლის დახასიათება. 

ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს მოსწავლეთა დასწრებას, თუ მოსწავლე არ იყო შესაბამისად ვარკვევ მიზეზს.   

 კლასში  მოსწავლეთა უმრავლესობა ცოცხალი, ცელქი  ბავშვია, ამიტომ ვზრუნავ  ჩემს აღსაზრდელებს  გამოვუმუშაო  კულტურული უნარ-ჩვევები ,რათა იყვნენ ზრდილობიანი და თავაზიანი მოწაფეები.  მუდმივად  ვატარებ  კლასთან შეხვედრებს, დიალოგებს,  კლასის საათებს დაგეგმილ თემებზე. ასევე ინდივიდუალურ  საუბრებს, როგორც მოსწავლეებთან ,ასევე  მშობლებთანაც. 

ვთანამშრომლობ მასწავლებლებთან ,რომლებიც შედიან  ამ კლასში და ვიღებ ინფორმაციებს მოსწავლეთა , როგორც დისციპლინური,ასევე აკადემიური მდგომარეობის შესახებ.. ამ ინფორმაციებს ინდივიდუალურად ვაცნობ   მშობლებს...   

 ერთობლივად    შევქმენით  კლასის  აქტივი,  მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში.   ვფიქრობ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო, ჩემს სადამრიგებლო კლასში მუშაობით, როგორც დემოკრატიული  ღირებულებების ,სამოქალაქო ცნობიერებისა და საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში...

                          კლასის ხელ-ლი :           ქეთევან კაპანაძე